პროექტის პრეზენტაცია

Sunday, 28 September 2014

IX დღე
ტრენინგის ბოლო, მეცხრე დღეს თითოეულმა მსმენელმა წარმოადგინა ტრენინგის განმავლობაში მომზადებული პრეზენტაცია. ძალიან საინტერესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსმენელები არ იყვნენ ერთი და იმავე საგნის სპეციალისტები.
ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს, თამარ ლოსაბერიძეს, რომელიც მთელი მონდომებით და ენთუზიაზმით გვეხმარებოდა თითოეული სირთულის შემთხვევაში.
იმედი მაქვს, აქ ნასწავლ საკითხებს გამოვიყენებ სასწავლო პროცესში და მოსწავლეებიც ასეთივე ინტერესით ჩაერთვებიან.
:) :) :)

Saturday, 27 September 2014

VIII დღე
დღეს პროექტის გეგმაზე ვიმუშავეთ, შევიტანეთ ცვლილებები.
მოგვიანებით ხელახლა, განახლებული პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე და ვიმუშავეთ ახალი პეიჯების შექმნაზე. საკმაოდ საილნტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.

Sunday, 21 September 2014

VII დღე
გავეცანით შეფასების რუბრიკის შაბლონებს, ადაპტირება გავუკეთეთ და შევქმენით ჩვენთვის გამოსადეგი შეფასების რუბრიკა.
ავტვირთეთ საქაღალდე ბლოგზე. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.
VI დღე
მოვამზადეთ პრეზენტაცია - მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
შევიტანეთ ცვლილებები პროექტის გეგმაში.


Sunday, 14 September 2014

V დღე
პროექტის თემასთან დაკავშირებით მოვამზადეთ პრეზენტაციები და ავტვირთეთ ბლოგზე.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებების მნიშვნელობაზე. საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.

ინტერპრეტაცია - „ჰაკი აძბა"

IV დღე
საკმაოდ დატვირთული და მრავლისმომცველი დღე იყო. განვსაზღვრეთ პროექტის სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე. ვნახეთ ჩეკლისტების საინტერესო ნიმუშები, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი დღე იყო...