პროექტის პრეზენტაცია

Sunday, 7 September 2014

I დღე
ძალიან საინტერესო და პროდუქტიული დღე იყო. ძალიან მალე გაირბინა დრომ. გავეცანით Intel Education Viewer-ის პროგრამის არსსა და მუშაობის პრინციპებს. ვფიქრობ, 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია პროექტზე დაფუძნებული სწავლება და საერთოდ, ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენება, რათა, უპირველეს ყოვლისა, საინტერესო და სახალისო გახდეს სასწავლო პროცესი; გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისთვის აუცილებელია  ამ რესურსებით სარგებლობა, რათა ახალმა თაობამ ფეხი აუწყოს საზოგადოებრივ ცხოვრებას და დუბრკოლებლად მოხდეს მათი ინტეგრაცია თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებაში.

ყოველივე ამის გაანალიზებასა და გარკვევას ხელს უწყობს შესანიშნავი ტრენერი, ქ-ნი თამარ ლოსაბერიძე, რომელიც ძალიან დიდი მონდომებითა და მოთმინებით უძღვება ტრენინგს დიდი მადლობა მას ამისთვის J))

No comments:

Post a Comment